კოვიდ 19-ის 7 ახალი შემთხვევა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ერთი პაციენტის ინფიცირების წყარო კი უცნობი. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 117 პირია და გამოჯანმრთელების 23 შემთხვევა. საავადმყოფოდან გაწერეს ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძე, რომელიც მკურნალობას 26 დღე გადიოდა.
გამოჯანმრთელდა 70 წლამდე ქალიც, რომლის მდგომარეობა კრიტიკული იყო. ექიმების განცხადებით, ეს იყო შემთხვევა, რომელიც 97 პროცენტიანი ალბათობით ლეტალურად უნდა დასრულებულიყო.
60 წლამდე მამაკაცს რომელსაც კოვიდ-19 დღეს დაუდასტურდა საზღვარგარეთ იმყოფებოდა, მოგზაურობიდან დაბრუნებულს კი ტემპერატურის მატება და კორონავირუსის სიმპტომები აღენიშნებოდა, მამაკაცი თავდაპირველად ოჯახის ექიმთან მივიდა, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გადაიყვანა სადაც კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფექციური საავადმყოფო 26 დღის შემდეგ დატოვა კიდევ ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა, რომელიც დაავადებათა კონტროლიც ცენტრის ხელმძღვანელის შვილია. ნიკა გამყრელიძემ ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა, მან მადლობა გადაუხადა ექიმებს და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ-19 ინფიცირებული 33 პაციენტი რჩება. როგორც საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა განაცხადა 4 მძიმე პაციენტიდან ორის მდგომარეობა დასტაბილურდა.
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო, მუშაობის ახალ რეჟიმზე გადადის. კლინიკა მხოლოდ კოვიდ 19-ით საეჭვო და დადასტურებულ პაციენტებს მოემსახურება. კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი მკურნალობას. ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ორის კი საშუალო სიმძიმისაა.
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებიდან უკვე 23 გამოჯანმრთელდა. დღითი დღე იზრდება კარანტინში მყოფი ადამიანების რაოდენობა რომელმაც უკვე თითქმის 6 ათასს მიაღწია. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 301 ადამიანი რჩება.